საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა პრეზიდენტმა, ერთ-ერთ ფრანგულ მედიასთან
საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა პრეზიდენტმა, ერთ-ერთ ფრანგულ მედიასთან. მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმართ ხელისუფლების ქმედებები ეროვნული ინტერესებით განისაზღვრებოდა, განსხვავებით წინა მთავრობებისგან, რომლებიც ყაველაშვილის თქმით, გარე ძალებზე იყვნენ დამოკიდებული. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროპული გზა საქართველოს მკაფიო არჩევანია. პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა.
