კრიპტოვალუტის მითვისების საქმე
აუდიო-ჩანაწერს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა წარმოადგინა, არაერთი ჩარევის კვალი აქვს და არაავთენტიკურია - ეს დღეს სასამართლო პროცესზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა თქვა. დღესვე პროცესზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა გამოიკითხა. მოგვიანებით კი ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, “ქართუ ბანკის” თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ სპეკულაციაა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
