საგამოძიებო კომისიის წევრებმა ცესკოს იურისტსაც მოუსმინეს
საგამოძიებო კომისიის წევრებმა ცესკოს იურისტსაც მოუსმინეს. კითხვები 2004, 2008 და 2012 წლის არჩევნებს ეხებოდა. საინტერესოა ის საქმე, რომელიც სტრასბურგში მოხვდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ წინა ხელისუფლების დროს საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ ოლქების შედეგები გააუქმა, სადაც ოპოზიციური პარტია ლიდერობდა.
