დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმის ფარგლებში სამხარაულის ექსპერტი და აუდიტორი გამოიკითხა
დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმის ფარგლებში, სადაც ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილია, სების პრეზიდენტის შემდეგ, სამხარაულის ექსპერტი და აუდიტორი გამოიკითხა. ექსპერტმა თქვა რომ აუდიო ჩანაწერი, რომელიც ბაჩიაშვილმა წარადგინა არის ფაბრიკაცია და 10 წუთიან მასალაში 114 წყვეტა და ჩარევა დაფიქსირდა. სახელმწიფო ბრალდების თქმით მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კრიპტოვალუტის მითვისების საქმეში ბიძინა ივანიშვილი არის დაზარალებული ინვესტორი. ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ექსპერტს ტყუილში ადანაშაულებს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქციებისთვის შექმნილ ფონდებში ფულს რიცხავს, თუმცა ისევ არ აკონკრეტებს ვის და რამდენით აფინანსებს.