იარაღისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის
იარაღისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. საკითხი პარლამენტის ჯანდაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება ერთიანი მონაცემები, რაზეც წვდომა ექნება უწყებას, რომელიც გასცემს ლიცენზიას.
