საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღესვე მოუსმინეს ცესკოს იურისტს გიორგი სანტურიანს
საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღესვე მოუსმინეს ცესკოს იურისტს გიორგი სანტურიანს. კითხვები ძირითად 2004-ი, 2008 და 2012 წლის არჩევნებს ეხებოდა. სხდომაზე საარჩევნო დარღვევებზე საუბრისას ითქვა, რომ საარჩევნო ოლქების დადგენა ნაციონალური მოძრაობის მიერ მათივე ინტერესების გათვალისწინებით ხდებოდა . კითხვები დაისვა, ასევე აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებითაც. ახდენდა თუ არა უწყების საქმიანობა გავლენას არჩევნების შედეგებზე.
