იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კი ყველაზე მეტი დრო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბარს დაუთმო
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კი ყველაზე მეტი დრო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბარს დაუთმო. ბექა ძამაშვილმა ისაუბრა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც 2008 წლის ომიდან დაახლოებით ორ თვეში მიიღეს და რომელსაც ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწერა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად დაიწყო. ასევე რეზოლუციაში წერია, რომ, მათ შორის, ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები. ბექა ძამაშვილის თქმით აგვისტოს ომთან დაკავშირებით მთელ რიგ საქმეებზე მტკიცებულებები არ იყო საქმეში, მათ შორის „ისკანდერის“ ნაწილიც და ქართულ მხარეს წლების შემდეგ მოუწია მტკიცებულებების მოპოვება.იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხდომაზე კითხვა პასუხის დროს კონკრეტული სახელები და გვარებიც დაასახელა, თინა ბურჯალიანი, რომელიც მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე ბათუ ქუთელია, რომლის ინტერვიუც რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ბექა ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა , ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საქმეზე, სადაც საქართველოს ედავებოდნენ ე.წ. გრამებით ცხინვალის დაბომბვას და ამის შედეგად ხალხის დაღუპვას. ბექა ძამაშვილმა ისაუბრა 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებათა კუთხით სტრასბურგის სასამართლოში დავების შესახებ .მისი თქმით არსებული დარღვევებიდან , უმეტესობა სიცოცხლის უფლებასა და წამებას ეხება.
