შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 21 ადამიანი. რამდენიმე წარსულში ნასამართლევია. ნივთმტკიცებად სხვადასხვა იარაღთან ერთად ამოღებულია ჯავშანჟილეტები, ხელყუმბარები, ტყვიამფრქვევი, ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
