ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებები აბსურდულია, სები კი მოქმედებდა კანონის სრული დაცვით
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებები აბსურდულია, სები კი მოქმედებდა კანონის სრული დაცვით. ნათია თურნავა დაიკითხა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმის ფარგლებში, სადაც ბრალდებული ბაჩიაშვილია. სხდომაზე სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილის მიერ წარმოდგენილი ფარული აუდიოჩანაწერი მანიპულაციაა. მასალაში 114 წყვეტაა და დაუდგენელი მოწყობილობით არის ჩაწერილი. მოწმემ თქვა ისიც, რომ მოთხოვნის მიუხედავად, ორიგინალი ჩანაწერი მხარემ არ წარმოადგინა.