ევროსაბჭოს რეზოლუციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხდომის დაწყებისას ვრცლად ისაუბრა დოკუმენტზე, რომელსაც ხელი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწერა
ევროსაბჭოს რეზოლუციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხდომის დაწყებისას ვრცლად ისაუბრა დოკუმენტზე, რომელსაც ხელი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწერა,სადაც წერია, რომ სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად დაიწყო, იყენებდნენ კასეტურ იარაღს, ჩადენილია ომის დანაშაულები. ბექა ძამაშვილმა ასევე თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოში 2003-12 წლებში დარღვევათა ნახევარზე მეტი სიცოცხლის უფლებას, წამებას ეხებოდა. ამის მაგალითია ოჩიგავას საქმეზე ევროსასამართლოს ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური.
