გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. 22-ე ტურში „ლიონმა“ სტუმრად „მონპელიე“ 4-1 დაამარცხა, ანგარიში კი 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მე-3 წუთზე გახსნა. საფრანგეთის წლევანდელ ჩემპიონატში მის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
