ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონია ბაკურიანში გაიმართა
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონია ბაკურიანში გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს მედლები, ტურნირის საუკეთესო სპორტსმენებს კი ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის პრიზი გადაეცათ. ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას - რუმინეთს გადასცეს. საქართველომ, ტურნირზე ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ფიგურული მოციგურავის, ინგა გურგენიძის ანგარიშზეა.