უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 26-ს ოქტომბერს გაიმართება
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 26-ს ოქტომბერს გაიმართება. პოროშენკოს ინფორმაციით, უკრაინის ცენტრალური კომისია და პოლიგრაფიული კომბინატი უკვე მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ბიულეტენების დაბეჭდვა იქნება საჭირო. მანამდე ვაშინგტონში არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს.
