დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის 2025“ წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის 2025“ წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. ქართველი მორაგბეების მეტოქე მადრიდში ესპანეთის ნაკრები იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ, რაც მათ ნახევარფინალის საკუთარ სტადიონზე გამართვის საშუალებას მისცემს. მატჩი 15:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟს, კი ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.