ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს დასრულდება
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს დასრულდება. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ კი შემაჯამებელი პრეს კონფერენცია გამართეს. ლერი ხაბელოვმა და მამუკა ხაბარელმა თავიანთი გამოსვლები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის სამძიმრით დაიწყეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველომ ზამთრის მულტი სპორტულ ტურნირს მაღალ დონეზე უმასპინძლა და საერთაშორისო გამოხმაურება დადებითია. ბაკურიანი 2025-ის დახურვის ღონისძიება 7 საათზე დაიწყება.