„ერთი დღე ჯარში“
„ერთი დღე ჯარში“ - პროექტის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა. ამჯერად თბილისის საჯარო სკოლების 500-ზე მეტ მოსწავლეს ვაზიანში, IV ქვეით ბრიგადაში უმასპინძლეს. სამხედრო ქვედანაყოფში ვიზიტის ფარგლებში მოზარდებს ჯარისკაცის ცხოვრების წესის, მათი ყოველდღიურობის გაცნობის, გასაუბრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, სიმულაციური კლასები და სატრენაჟორო დარბაზი დაათვალიერეს.
