ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. უბედური შემთხვევა ნიუ დელიში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭყლეტა რეისების დაგვიანებამ გამოიწვია, რის გამოც სადგურზე მგზავრების კრიტიკულმა რაოდენობამ მოიყარა თავი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
