ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ პარიზში ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ პარიზში ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება, რომელზეც ევროპელი ლიდერები უკრაინის ომს და ევროპის უსაფრთხოების პერსპექტივებს განიხილავენ. ევროპული გამოცემები წერენ, რომ სტარმერი მომდევნო კვირას დონალდ ტრამპსაც შეხვდება და მას პარიზის შეხვედრის გზავნილებს შეატყობინებს. პარიზში სავარაუდოდ NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერებიც არიან მიწვეულები. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაკრონმა ევროპელი ლიდერები პარიზში საგანგებო სამიტზე მიიწვია, გუშინ გავრცელდა.
