საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
ევროპას მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება და მსხვერპლის გაღება არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ამერიკის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ ბარომ აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ აყალიბებს თავის პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.