რუსთავში კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა
რუსთავში კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ვაჟა-ფშაველას სახელობის ქუჩაზე, ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული სივრცე მოეწყო. ქალაქის შიდა უბნების კეთილმოწყობა, რუსთავში მიმდინარე წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
