მას შემდეგ, რაც ამერიკის პირველმა პირებმა შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთეს, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საიდუმლო გეგმაზე დაიწყო მუშაობა
მას შემდეგ, რაც ამერიკის პირველმა პირებმა შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთეს, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საიდუმლო გეგმაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც უკრაინაში ომის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას ითვალისწინებს. წერს„ასოშიეიტიდ პრესი“. სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებებს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არ საჯაროვდება. „ასოშიეიტიდ პრესი“ იმ სირთულეებზეც წერს, რაც უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნას უკავშირდება. მაგალითისთვის, იტალიაში სამხედრო ძალების გამოყენებაზე საკონსტიტუციო შეზღუდვებია დაწესებული, გერმანიას კი უკრაინაში ჯარების გასაგზავნად პარლამენტის თანხმობა დასჭირდება. ამასთან, ბერლინის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში 23 თებერვალს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.
