შეერთებული შტატები არ თვლის, რომ რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა
შეერთებული შტატები არ თვლის, რომ რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა და რუსეთი იქნებიან, შეერთებული შტატები კი მოლაპარაკების პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს.
