პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. დაგეგმილია იუსტიციის სამინისტროს, ცესკოს, გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენა. წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, მედიის დამორჩილება და ტელევიზიების ჩამორთმევა. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სისტემური დანაშაულის გამოძიებისას კომისიის წევრები ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით იხელმძღვანელებენ.
