ტრაგედია ბათუმში
ტრაგედია ბათუმში. უბედური შემთხვევის შედეგად, ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. ბავშვები ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
