აშშ VS ევროპა
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ევროპიდან უკვე გაემგზავრა, თუმცა ევროპელებს შოკიდან გამოსასვლელად სავარაუდოდ დრო დასჭირდებათ. ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპელ ლიდერებს სიტყვის თავისუფლება დაუწუნა და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში ამხილა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება ევროპის მასშტაბით, უკუსვლას განიცდის. ვიცე პრეზიდენტმა ევროპა საჯაროდ ამხილა, სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში. ჯეი დი ვენსის გზავნილებს სრულად იზიარებს და იწონებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
