USAID-ის სცენარი საქართველოში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტს ურთავს ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი, მაიკ ბენცი საუბრობს USAID-ის მიზნებზე, შეცვალოს სხვადასხვა ქვეყანაში მისთვის არა სასურველი მთავრობა და ასევე განმარტავს, რატომ არ სურდა ამ ორგანიზაციას საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღება. მამუკა მდინარაძე სვამს შეკითხვას, „დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?!“
