15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა
15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის მინისტრი იმ ბავშვებს შეხვდა, ვინც ონკოლოგიური დაავადებები დაამარცხა, გამოჯანმრთელდა და უკვე სამშობლოში დაბრუნდა. რა გზა გაიარეს და როგორ დაასრულეს მკურნალობა. ამბები პაციენტებზე, მიხეილ სარჯველაძემ, მათი მშობლებისაგან მოისმინა. შეხვედრაზე, ისაუბრეს სამედიცინო შემოწმებებსა და კონტროლზეც, რომლებსაც ბავშვები ისევ საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით გაივლიან. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ბავშვის გამოჯანმრთელება, ყველასთვის, დიდი გამარჯვებაა და სახელმწიფო მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს
