ლევან მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მკაცრად დაგმონ ეს ფაქტი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე უკვე ათეული წლებია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის განცხადებაში. იგი მიმართავს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მკაცრად დაგმონ ეს ფაქტი
