ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ხუთი, კანდიდატი იბრძვის. ოკუპირებულ აფხაზეთში 152 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი. ე.წ. არჩევნები ტარდება ასევე რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკში. შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ეგრეთ წოდებული სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა
