ე.წ „კაბელების საქმის" ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია
ბრალდებები მტკიცებულების გარეშე. ე.წ. „კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც 10 წლის წინ თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ახსენებს, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია. დავით ჯუღელი ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური მედიის შეუცვლელი რესპონდენტი გახდა. ყოფილი მოსამართლე, რომელიც ახლა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მივიწყებული აგენტურა გააქტიურდა, სააკაშვილის ადვოკატის მიმართ, კი საზოგადოებას ნდობა არ გააჩნია