„მეტასტაზური ძუძუს კიბო, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“
„მეტასტაზური ძუძუს კიბო, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“. აღნიშნულ თემაზე, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის და ონკოლოგიის სკოლის ორგანიზებით ექიმთა პირველი სიმპოზიუმი გაიმართა. ონკოლოგებმა, რადიოლოგებმა, სხივურმა თერაპევტებმა და სხვა წამყვანმა სპეციალისტებმა საზოგადოებას ონკოლოგიის მიმართულებით უახლეს შემთხვევები და გამოცდილება გაუზიარეს. განხილეს სახელმწიფო პროგრამები, პაციენტის მართვის სრული ციკლი საერთაშორისო პრაქტიკა და ახალი მეთოდები, რომლებიც საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების მართვაში გამოიყენება. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა ექიმთა ხელშეწყობაა. სიმპოზიუმი საქართველოში პირველად ჩატარდა
