პენიტენციური სამსახური: გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებული კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ დ.გ.ს გარდაცვალებას უკავშირდება. განცხადებაში წერია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებული კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა
