„მე მხოლოდ პუტინს დაველაპარაკები, არცერთ სხვა რუს ოფიციალურ პირს“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა
მე მხოლოდ პუტინს დაველაპარაკები, არცერთ სხვა რუს ოფიციალურ პირს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მატყუარა უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინთან უკრაინელებს ჰქონდათ საუბარი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და ტყვეების გაცვლაზე, თუმცა პუტინმა ტყვეები არ გაცვალა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახალ მოლაპარაკებებში რუსეთთან უკრაინა და დასავლეთი ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდნენ
