უკრაინის პრემიერ მინისტრი ევროკავშირს უკრაინის ძვირფას წიაღისეულს სთავაზობს
უკრაინის პრემიერ მინისტრი ევროკავშირს უკრაინის ძვირფას წიაღისეულს სთავაზობს. მისი თქმით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავად ბლოკისთვისაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. უკრაინის პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულია. ის პირველ ადგილზეა ევროპაში ურანის, ლითიუმის და ტიტანის მარაგებით. შმიგალი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია ევროპულ ბაზარზე რუსული ტიტანის იმპორტი ჩაანაცვლოს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის განვითარებას.
