ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, გააჩერონ აგრესორი რუსეთი და უკრაინას მხარი დაუჭირონ
ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, გააჩერონ აგრესორი რუსეთი და უკრაინას მხარი დაუჭირონ. ის ვაშინგტონს ვლადიმერ პუტინზე წნეხის გაძლიერებას სთხოვს. პრეზიდენტი ევროპას აფრთხილებს, რომ მოსკოვი უკრაინის შემდეგ საფრთხეს მათ შეუქმნის. ზელენსკის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი შეერთებული შტატებია და თუ ქვეყანას ალიანსში არ მიიღებენ, მაშინ მას თავის დაცვა საკუთარი ძალებით მოუწევს, ამისთვის კი ,უკრაინას მილიონ ნახევრიანი არმია და თანამედროვე შეიარაღება სჭირდება.
