უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსაგდურზე თავდასხმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსაგდურზე თავდასხმა განახორციელა. ოკუპანტის დრონმა ბირთვული ობიექტის მე-4 ენერგობლოკის დაცვითი გუმბათი დააზიანა. ეს ის ადგილია, სადაც 1986 წელს მსოფლიო ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ავარია მოხდა. რუსული თავდასხმის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაც მალევე მოხერხდა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, თავდასხმის გამო რადიაციული ფონი არ შეცვლილა.
