30 მაისს შეკვეთილში ლეგენდარული როკ ჯგუფის “განზ ენ როუზის “ კონცერტი გაიმართება
30 მაისს შეკვეთილში ლეგენდარული როკ ჯგუფის “განზ ენ როუზის “ კონცერტი გაიმართება. მუსიკალური ღონისძიებისთვის სამზადისი დაწყებულია. გურია მთავარ როლში ასე ქვია სტარინგ ჯორჯიას ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებში ასობით ადგილობრივი მეწარმის გადამზადება იგეგმება. პროექტის მიზანია ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა, რაც ბიზნესის განვითარებას და წახალისებას გულისხმობს. დღეს ოზურგეთში პირველი ტრენინგი - “საოჯახო სასტუმროების მართვა” ჩატარდა.