ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია იზიჯეტი საბორტო ჟურნალ თრეველერში საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს
"10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია იზიჯეტი საბორტო ჟურნალ თრეველერში საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, რის გამოც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის დასათვალიერებელ ქალაქთა სიაში მოხვდა. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. იზი ჯეტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს.
