პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, გერმანიის ელჩს განმარტების გაკეთება მოუწია
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, გერმანიის ელჩს მოუწია განემარტა, რომ მილიარდ რვაასი მილიონი ევრო , რომელსაც ევროკავშირი მოლდოვას გადასცემს, სესხია, თუმცა როგორც პიტერ ფიშერი წერ,ს სარფიანი. თავდაპირველად ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვას მილიარდ რვაას მილიონ ევროს გადასცემს, მაგრამ ის არაფერს ამბობდა იმაზე, რომ ეს თანხა არა დახმარება, არამედ სესხი იყო. გერმანიის ელჩის ეს განცხადება მალევე გააზიარა ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ დაფინანსებულმა მედია საშუალებამ, რაც მმართველი გუნდის განცხადებით, ნათელი მაგალითია იმ სქემის, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს.
