ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, პოლიტიკური შეფასებების თემაა
უსამართლო და მტკიცებულებებს მოკლებული - ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, პოლიტიკური შეფასებების თემაა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ფაქტები და მოთხოვნები, რაზეც რეზოლუციაშია საუბარი, უსაფუძვლოა. მაგალითისთვის მიხეილ სააკაშვილის საქმე სახელდება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. მაშინ როცა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა, იგივე მოთხოვნა , გათავისუფლებასთან ერთად, ახლა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა. ასევე დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, პერსონალურ სანქციებსა და ახალ არჩევნებზე.
