პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში, უი ეს ეი აიდის და იიდის შესახებ წერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ათობით ქართული მედია, ფაქტობრივად, აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ და არა ფაქტების გაშუქებისთვის.პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კონტექსტში ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც, სადაც ქართული მედიის მფლობელებისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი. პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ეს რეზოლუცია წარადგინეს, ამავე დროს, ევროპის დემოკრატიული ფონდის მმართველთა საბჭოს წევრები არიან. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ევროპარლამენტარები იმ მედიაკომპანიების გაუქმებას ცდილობენ, რომლებიც მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას არ იზიარებს, ამავე დროს, იიდის მეშვეობით,საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებენ.
