ვიქტორ ორბანმა ევროპელი ლიდერები მშიშარა კურდღლებს შეადარა, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან ტარიფების განხილვის ეშინიათ
ვიქტორ ორბანმა ევროპელი ლიდერები მშიშარა კურდღლებს შეადარა, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან ტარიფების განხილვის ეშინიათ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა ამერიკას თავისი წინადადება დამოუკიდებლად უნდა წარუდგინოს. ამასთან, ვიქტორ ორბანმა ეჭვი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები შტატებთან სავაჭრო დავაში საზოგადოების ინტერესების ეფექტიანად დაცვას შეძლებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წესით ინიციატივა გერმანიამ და საფრანგეთმა უნდა აიღონ.
