ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის დაბრუნება „ელექტროშოკია“ რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს საკუთარი და უკრაინის მომავალი უზრუნველყოს
ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის დაბრუნება „ელექტროშოკია“ რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს საკუთარი და უკრაინის მომავალი უზრუნველყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის უკრაინის ომზე საუბრის შემდეგ განაცხადა. როგორც მაკრონმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, საკუთარი ქვეყნის სახელით მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია. საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, ისეთი მშვიდობის დაშვება, რომელიც კაპიტულაციას დაემსგავსება, ყველასთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცუდი ამბავი იქნება.
