"10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“- ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "იზიჯეტი" საბორტო ჟურნალ "თრეველერში" საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს
"10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "იზიჯეტი" საბორტო ჟურნალ "თრეველერში" საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რის გამოც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის დასათვალიერებელ ქალაქთა სიაში მოხვდა. ასევე სტატიაში საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. "იზიჯეტი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს.
