ხმაური გორის საკრებულოში
ხმაური იყო გორის საკრებულოში. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სხდომაზე დასწრება სურდათ. საკრებულოს აპარატის წარმომადგენლებმა ისინი წინასწარ გააფრთხილეს, რომ შეთანხმების გარეშე სხდომას ვერ დაესწრებოდნენ, თუმცა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ისინი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
