სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყებაში გამოკითხვაზე დღეს მეორედ დაიბარეს ბიძინა გიორგობიანი. პროკურატურაში უკვე გამოიკითხა ათამდე მოწმე. ისინი კონკრეტულ სახელებისა და გვარების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ასევე, ითხოვენ გამოძიებას სისხლის სამართლის სხვა მუხლებიც დაემატოს.