ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ჩართულობით მომზადდა პოლიტიკური შეფასებების თემაა
ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ჩართულობით მომზადდა პოლიტიკური შეფასებების თემაა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტი არის უსამართლო და მტკიცებულებებს მოკლებული. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინა რეზოლუციების მაგალითზე ევროპულ სტრუქტურებს აქვთ დადასტურებული, რომ ასეთ დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითისთვის მიხეილ სააკაშვილის საქმე სახელდება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშიც დამარცხდა. მაშინ როცა ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა, ევროპარლამენტი რეზოლუციით მის გათავისუფლებას ითხოვს. ასევე დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, პერსონალურ სანქციებსა და ახალ არჩევნებზე.
