ქვემო ქართლის მხარეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ქვემო ქართლის მხარეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი და მერი კენან ომაროვი მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს შეხვდნენ და მოქალაქეთა საჭიროებები განიხილეს. სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები. სოფლის საერთო კრებებზე შეირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული პროექტები.
