"10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "იზი ჯეტი" საბორტო ჟურნალ "თრეველერში" საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს
"10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "იზი ჯეტი" საბორტო ჟურნალ "თრეველერში" საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რის გამოც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა. სტატია მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. "იზი ჯეტი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს.
