ორ თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 123-ე შეხვედრა მიმდინარებს
ორ თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 123-ე შეხვედრა მიმდინარებს. განიხილავენ ი გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს. ქართული მხარე უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ცხინვალში ამ დროისთვის საქართველოს 6 მოქალაქე რჩება. შეხვედრაზე ასევე განიხილავენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებს. დღის წესრიგში უცვლელად რჩება თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხიც.
